← BACK

Event PAGE

06.12.2025
Eau De Cologne ✗ Blue Balls
06.12.2025 - 23:59-END, BASSIANI

6 დეკემბერს, Eau De Cologne, Horoom-ში ბრუნდება და კრუიზინგ წვეულებების სერია Blue Balls-თან კოლაბორაციით თბილისისა და ნიუ-იორკის მიწისქვეშა ენერგიებს გააერთიანებს.Horoom-ში დაუკრავენ კოლექტივის თანადამფუძნებლები Natuta და Citizens Union, რომლებიც მელოდიური სეტებით ქმნიან იმ ატმოსფეროს, რაც Eau De Cologne-ის განუყოფელი ნაწილია.მათთან ერთად წარდგებიან ნიუ-იორკის ქვიარ სცენის საკულტო წვეულებების გამორჩეული სახელები, DREAM-ისა და Muerte Lenta-ს კოლაბორაციული პროექტი Latino Drive. მათი დიჯეი სეტები დისკოს, ჰაუსს და EBM ჟღერადობას აერთიანებს.Dark Room-ის სივრცე მთლიანად მიეძღვნება Blue Balls-ის ინტიმურ ესთეტიკას, სადაც სერიის სულისჩამდგმელები KAKI და Leu დაუკრავენ და შექმნიან ატმოსფეროს, სადაც სხეული და მუსიკა ერთ მთლიანობად იქცევა. დრეს-კოდი Eau De Cologne-ის განუყოფელი ნაწილია. სამოსის თუ სხეულის ფორმებთან დაკავშირებული სტერეოტიპებით სავსე გარემოში, გვსურს შევქმნათ უსაფრთხო სივრცე მათთვის, ვინც თვითგამოხატვის ერთ-ერთ გზად განსაკუთრებულად და გამორჩეულად ჩაცმასა თუ სიშიშვლეს ირჩევს. Eau De Cologne-ის კარი ღიაა მათთვის, ვისაც სურს გაიზიაროს წვეულების გამოცდილება დრეს-კოდის გათვალისწინებით: ქინქი, ფეტიში, ჰარნესი, ტყავი, ლატექსი, PVC, რეზინი, ჯოქსტრეპი, ჯაჭვი, დრეგი, Club kid, Haute Couture, კორსეტი, ბეწვი, ბაროკო, ბურლესკი, გამჭვირვალე, ბიუსტჰალტერი, შიშველი/ნახევრად შიშველი სხეული.


Lineup

Natuta ᴴᵒʳᵒᵒᵐ
23:59 - 03:00
Muerte Lenta ᴴᵒʳᵒᵒᵐ
03:10 - 04:00
Latino Drive ᴴᵒʳᵒᵒᵐ
04:00 - 05:00
Citizens Union ᴴᵒʳᵒᵒᵐ
06:00 -
Kaki ᵁᵘʳᵃᵃⁿᵘᵘˢ
02:00 - 05:00
LEÜ ᵁᵘʳᵃᵃⁿᵘᵘˢ
05:00 -
Ticket subscription is closed for past events.