← BACK

Event PAGE

11.07.2026
BBALLS ANNIVERSARY
RING: The Athletes Dance
11.07.2026 - 23:00-END, Mtkvarze • Dress code: Sportswear

365 დღე, თოთხმეტი გათენებული ღამე და უთვალავი მოგონება, რასაც ჩვენი გული და გონება ინახავს. 

ერთი წლის წინ თბილისის გულში დაიბადა Blue Balls - დამოუკიდებელი აქტივისტების მიერ წამოწყებული ინიციატივა, რომელმაც განსხვავებული გამოცდილებების, მაგრამ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები, ნაცნობები და უცნობები, გააერთიანა. 

ჩვენი ყოველთვიური შეკრებები მრავალთათვის ნუგეშად, ალტერნატიულ თავშესაფრად და ნათელ წერტილად იქცა ამ შავ დღეებში, როცა ჩვენი ყოფა იმაზე რთულია, ვიდრე ოდესმე.

ამ პირობებშიც გვსურს შევძლოთ და გავაგრძელოთ ქვიარ თემის მხარდაჭერა და შევქმნათ ის უსაფრთხო სივრცე, რომელიც ქვიარებს დღეს ჰაერივით სჭირდებათ. 

გვჯერა საცეკვაო მოედნის მაგიის და იმ უკეთესი ხვალინდელი დღის, რომელსაც ერთად ვაშენებთ.

ამ რწმენით, შაბათს, 11 ივლისს, გიწვევთ Blue Balls-ის დიდ საიუბილეო წვეულებაზე, რომელიც კლუბ მტკვარზე გაიმართება, სადაც ფართის რეზიდენტებთან ერთად, დაუკრავენ საერთაშორისო არტისტები. 

საიუბილეო ღამე თავს მოუყრის ბერლინის, თბილისისა და ნიუ-იორკის ქვიარ ჟღერადობებს და მათ ჩვენს დედაქალაქში გააერთიანებს.

Blue Balls-სი საიუბილეო ღამე, ათლეტების ფართი RING თემატიკით ჩატარდება, შესაბამისად, სპორტული ტანსაცმელი სავალდებულო დრესკოდია.

Login to get tickets