RULES
1. Registration on the platform
Attendance at the event requires voluntary online registration. During registration, the following information is mandatory:
• Full name
• Email address
• Mobile phone number
• Social media link
• date of birth.
Registration is required for ticket issuance and communication purposes.
2. Personal Data Protection
Data is processed in accordance with the Georgian Law on “Personal Data Protection.”
• Data is used only for communication and safety purposes related to the event.
• Data will not be used for marketing purposes.
• Information will not be shared with third parties, except where required by law.
• Guests have the right to request data correction, deletion, or cessation of processing.
Blue Balls does not request, store, or process financial information from users. At no point will Blue Balls ask for credit or debit card numbers, bank account details, IBAN numbers, online banking credentials, payment authentication codes, CVV/CVC codes, or similar financial data.
2.1 Ceasing Data Processing
• SMS notifications can be stopped by sending a message with the code provided in the SMS.
• To unsubscribe from email notifications, click the “Unsubscribe” button.
• To delete your ticket purchase history, contact us via email: info@bballs.ge
3. Age Restriction
Only individuals aged 18 or older (in accordance with Georgian law) are permitted. To attend, presenting a valid ID at the entrance is mandatory.
4. Admission Requirements
To enter the event, you must:
• Present a ticket with a QR code
• Present a valid ID card or passport
• Pass a security check
The organizer reserves the right to refuse entry for safety reasons or violation of rules.
5. Security Check
Upon entry, the following are required:
• Visual inspection
• Bag/personal item check
• Temporary confiscation of prohibited items*
• Guests who do not pass security checks will not be allowed entry.
6. Prohibited Items
The following items are forbidden on the event premises:
• Weapons or weapon-like objects.
• Sharp or cutting objects.
• Pepper spray, stun guns, or other defensive tools.
• Flammable, explosive, or toxic substances: sprays, powders, deodorants, aerosols, perfumes, nail polish, or acetone substitutes
• Pyrotechnics and other explosives.
• Glass bottles or other glass objects.
• Illegal substances.
• Alcoholic and other beverages.
• Food, except for special dietary needs due to health conditions.
Permitted:
• Personal hygiene products.
• Any item that does not pose a safety risk.
7. Conduct at the Event
7.1 All guests must:
• Follow event rules
• Respect others’ boundaries and personal space
• Act according to consent principles
• Do not use violence, threats, or harassment toward guests or staff
• Follow staff instructions
7.2 Prohibited conduct:
• Breaking event rules
• Physical or verbal abuse
• Sexual harassment
• Homophobia, transphobia, racism, sexism, or any discrimination
• Violating others’ personal space
• Unwanted touching
• Damage to bar/event inventory or equipment. Violation may result in immediate expulsion or temporary/permanent suspension of membership. Guests must compensate for any damage to equipment or inventory (see Section 13).
8. Privacy and Photography
Prohibited:
• Taking photos or videos with any device
• Audio recording at the bar (except on the dance floor)
• Use of flash, bright screens, or additional lighting
• Revealing or sharing other guests’ identities or images
8.1 Darkroom rules
• No loud talking, shouting, or laughing
• No mobile phone use for any purpose
• No use of any kind of lighting
• No laser use
8.2 Violations
Some violations (noise, phone use, lighting, etc.) will receive a single warning; repeated violations result in immediate removal. Taking photos/videos results in immediate expulsion without warning.
8.3 Staff authority Staff may:
• Point out rule violations and issue warnings
• Require immediate deletion of recorded material
• Verify deletion, including in “Recently Deleted” folders
• Require guests to leave the premises
8.4 Unauthorized sharing
Any unauthorized photography/video and sharing allows Blue Balls to request deletion and suspend or cancel membership, regardless of whether the act was noticed on-site.
9. Alcohol and Substances
• Illegal substances are strictly prohibited.
• Organizers may refuse entry or expel guests under excessive intoxication.
• Sleeping in the bar area is prohibited.
10. Health and Responsibility
Blue Balls is not responsible for guests’ health or property if damage occurs due to their behavior, violation of safety rules, or circumstances beyond the organizer’s control. Guests are responsible for their own health and conduct.
11. Cloakroom and Personal Items
• Any found item should be immediately handed to bar staff or the cloakroom for safe storage and return.
• Blue Balls and Thelema Bar only ensure security for items left in the cloakroom, stored in a designated area.
• Items left outside the cloakroom are the owner’s responsibility.
• Blue Balls and Thelema Bar are not responsible for lost, damaged, or stolen items, except when caused directly by staff negligence. Lost items: Fill out the special form.
Found items are kept for one week at: Ia Ekaladze 8, 19:00–01:00. After this period, the organizer may dispose of items, donate them, or otherwise manage them.
12. Emergency Situations
All guests must immediately comply with lawful instructions from organizers, bar management, security, and state authorities (fire/rescue, police, etc.) in emergencies (fire, explosion, electric shock, natural disasters, etc.). Guests must not obstruct evacuation, emergency services, or endanger others’ lives and health.
13. Damage to Inventory
Blue Balls reserves the right to claim compensation for any damage caused by a guest to inventory or equipment.
14. Rule Changes
Blue Balls reserves the right to update or modify rules in accordance with safety or legal requirements.
წესები
1.რეგისტრაცია
ღონისძიებაზე დასასწრებად სტუმარი ნებაყოფლობით გადის ონლაინ რეგისტრაციას. რეგისტრაციისას სავალდებულოა შემდეგი მონაცემების მითითება:
• სახელი და გვარი;
• ელ. ფოსტა;
• მობილურის ნომერი;
• სოციალური მედიის ბმული;
• დაბადების თარიღი.
რეგისტრაცია აუცილებელია ბილეთის გაგზავნისა და კომუნიკაციისათვის.
2. პერსონალური მონაცემების დაცვა
მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.
მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის.მონაცემების გამოყენება არ ხდება მარკეტინგული მიზნებისთვის; ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; სტუმარს უფლება აქვს, მოითხოვოს მონაცემების შესწორება წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა.
„Blue Balls“ არ ითხოვს, არ ინახავს და არ ამუშავებს მომხმარებელთა ფინანსურ ინფორმაციას. „Blue Balls“ არცერთ ეტაპზე არ მოგთხოვთ საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრებს, საბანკო ანგარიშის მონაცემებს, IBAN ნომრებს, ონლაინ ბანკინგის ავტორიზაციის მონაცემებს, გადახდის დადასტურების კოდებს, CVV/CVC კოდებს ან სხვა მსგავს ფინანსურ მონაცემებს.
2.1 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
• SMS შეტყობინებების შეწყვეტა შეგიძლიათ თავად, SMS-ზე თანდართულ კოდზე მესიჯის გაგზავნით;
• email შეტყობინებების გასათიშად, ღილაკზე “Unsubscribe” დაჭერით.
• თუ გსურთ თქვენი ბილეთების გამოწერის ისტორიის წაშლა, ამისთვის უნდა მოგვმართოთ წერილით ელ. ფოსტაზე: info@bballs.ge
3. ასაკობრივი შეზღუდვა
ღონისძიებაზე დაიშვებიან მხოლოდ 18 წელს გადაცილებული პირები (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად). ღონისძიებაზე დასასწრებად, სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა კარზე, ღონისძიებაზე დაშვებამდე.
4. დაშვების პირობები
ღონისძიებაზე შესასვლელად აუცილებელია:
• წარადგინოთ ბილეთი QR კოდით;
• წარადგინოთ ვალიდური ID ბარათი/პასპორტი;
• გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი.
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას უარი თქვას დაშვებაზე უსაფრთხოების ან წესების დარღვევის შემთხვევაში.
5. უსაფრთხოების კონტროლი
შესვლისას სავალდებულოა:
• ვიზუალური შემოწმება;
• ჩანთის/პირადი ნივთების ვიზუალური შემოწმება;
• აკრძალული ნივთების დროებითი ჩამორთმევა;*
*ჩამორთმეული აკრძალული ნივთები ილუქება და ინახება სპეციალურად განკუთვნილ ადგილას. ჩამორთმეული ნივთი გიბრუნდებათ ღონისძიების სივრცის დატოვების შემდგომ.
უსაფრთხოების კონტროლის გავლის გარეშე სტუმრები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.
6. აკრძალული ნივთები
ღონისძიების ტერიტორიაზე აკრძალულია შემდეგი ნივთების შემოტანა:
• იარაღი ან იარაღის მსგავსი საგნები;
• ბასრი,მჭრელი ნივთები;
• წიწაკის სპრეი, ელექტროშოკი და თავდაცვის სხვა საშუალებები;
• ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ტოქსიკური ნივთიერებები: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი და აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქტები;
• პიროტექნიკა და სხვა ფეთქებადი საშუალებები;
• შუშის ბოთლები და სხვა შუშით დამზადებული ნაკეთობები;
• არალეგალური ნივთიერებები;
• საკვების შემოტანა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუმარს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება სპეციალური დიეტური კვება);
• ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები;
• ნებისმიერი საგანი, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს.
დაშვებულია:
• პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების შემოტანა;
7. ღონისძიებაზე მოქცევის წესები
7.1 ყველა სტუმარი ვალდებულია:
• დაიცვას ღონისძიების წესები;
• პატივი სცეს სხვის პირად სივრცეს;
• იმოქმედოს თანხმობის პრინციპით;
• არ გამოიყენოს ძალადობა, მუქარა, დისკრიმინაცია ან შევიწროება სტუმრების,პერსონალისა და ორგანიზატორების მიმართ;
• დაემორჩილოს პერსონალის მითითებებს;
• ღონისძიებაზე ნაპოვნი ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს სტუმრის საკუთრებას, დაუყოვნებლივ გადასცეს პერსონალს ან გარდერობს.
7.2 აკრძალულია:
• ღონისძიების წესების დარღვევა;
• ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა;
• სექსუალური შევიწროება;
• ჰომოფობია, ტრანსფობია, რასიზმი, სექსიზმი ან ნებისმიერი დისკრიმინაცია;
• სხვისი პირადი სივრცის დარღვევა;
• არასასურველი შეხება;
• ბარის/ღონისძიების ინვენტარის, ტექნიკის დაზიანება.
8. კონფიდენციალურობა და ფოტოგადაღება
8.1 ღონისძიებაზე აკრძალულია:
• ფოტო ან ვიდეო გადაღება ნებისმიერი მოწყობილობით;
• ხმის ჩაწერა ბარის ტერიტორიაზე (გარდა საცეკვაო მოედნისა);
• "ფლეშის", ეკრანის ძლიერი შუქის ან დამატებითი განათების გამოყენება;
• სხვა სტუმრების იდენტობის გამჟღავნება ან მათი გამოსახულების/ინფორმაციის გავრცელება.
8.2 Darkroom სივრცეში:
• რეკომენდებულია სიჩუმის დაცვა და ხმამაღალი ქცევისგან თავის შეკავება;
მკაცრად იკრძალება:
• ფოტო ან ვიდეო გადაღება ნებისმიერი მოწყობილობით;
• ხმის ჩაწერა;
• მობილური ტელეფონის გამოყენება ნებისმიერი მიზნით;
• ნებისმიერი სახის განათების გამოყენება;
• ლაზერის გამოყენება.
8.3 წესების დარღვევა
ზემოაღნიშნული წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დაუყოვნებლივი გაძევება ღონისძიების სივრციდან, ზოგიერთი ქმდება გამოიწვევს პირის წევრობის (ვერიფიკაციის) დროებით ან სამუდამო შეჩერებას. ღონისძიების ტექნიკის ან/და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, სტუმარი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი (იხ. 13) ფოტო/ვიდეო გადაღება იწვევს მყისიერ გაძევებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
8.4 პერსონალი უფლებამოსილია:
• მიგითითოთ წესების დარღვევაზე, მოგცეთ გაფრთხილება;
• მოგთხოვოთ გადაღებული მასალის დაუყოვნებლივ წაშლა;
• გადაამოწმოს მასალის წაშლის პროცესი, მათ შორის „Recently Deleted/Recently Removed“ საქაღალდიდან;
• მოგთხოვოთ ღონისძიების ტერიტორიის დატოვება.
8.4 გადაღებული მასალის უნებართვო გავრცელება
ღონისძიებაზე უნებართვო ფოტო ან ვიდეო გადაღებისა და მისი გავრცელების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაფიქსირდა თუ არა ფაქტი ადგილზე, Blue Balls უფლებამოსილია მოითხოვოს მასალის წაშლა და შეაჩეროს ან გააუქმოს პირის წევრობა.
10. გარდერობი და პირადი ნივთები
ღონისძიების ორგანიზატორები პასუხისმგებელი არიან ნაპოვნი ნივთების უსაფრთხოდ შენახვასა და მფლობელისთვის დაბრუნებაზე:
• Blue Balls ორგანიზატორი და Thelema Bar უზრუნველყოფენ მხოლოდ გარდერობში ჩაბარებული ნივთების დაცულ შენახვას. გარდერობში ჩაბარებული ნივთები ინახება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში;
• გარდერობის გარეთ დატოვებულ ნივთებზე ორგანიზატორის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება;
• Blue Balls ორგანიზატორი და Thelema Bar არ არიან პასუხისმგებელი დაკარგულ, დაზიანებულ ან მოპარულ ნივთებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი პირდაპირ გამოწვეულია ღონისძიების ორგანიზატორის ან/და პერსონალის დაუდევრობით ან ბრალეულობით. დაკარგული ნივთის შემთხვევაში: შეავსეთ განაცხადის ფორმა ვებ-გვერდზე.
ნაპოვნი ნივთები ინახება 1 კვირის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ია ეკალაძის 8, 19:00–01:00 მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ორგანიზატორი უფლებამოსილია ნივთი გადააგდოს, გასცეს საქველმოქმედო მიზნებისთვის ან სხვაგვარად განკარგოს.
11.საგანგებო სიტუაციები
ყველა სტუმარი ვალდებულია, საგანგებო სიტუაციების დროს (ხანძარი, აფეთქება,ელექტროშოკი, ბუნებრივი კატაკლიზმები და სხვა) დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაემორჩილოს ორგანიზატორის, ბარის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების პერსონალის, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების) კანონიერ მითითებებსა და ინსტრუქციებს. სტუმარი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ევაკუაციის პროცესს, საგანგებო სამსახურების მუშაობას ან საფრთხეს შეუქმნის სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
12.ღონისძიების/ბარის ინვენტარის დაზიანება
Blue Balls უფლებამოსილია, მოითხოვოს სტუმრის მიერ დაზიანებული ინვენტარით მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურება.